ნანუკა გოგიჩაიშვილს საქართველოში ბევრი იცნობს. ის ყველასთვის, განსაკუთრებით, პატარებისთვის საყვარელი "გოგიჩასა" და ჟურნალისტ ნათია ბანძელაძის შვილია. ნანუკამ სამოდელო კარიერა აირჩია და ამ სფეროში თავადაც წარმატებულია. რამდენიმე წლის წინ კი მან ცხოვრება ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიას დაუკავშირა. წყვილი შვილთან, აივი-ნიკოლთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა სამშობლოსაც ხშირად სტუმრობს.
ამჯერად ნანუკა "ინსტაგრამზე" ახალ პოსტს აქვეყნებს:
"ხშირად ტკივილის გასაძლისად რეალობას ვივიწყებთ და თამაშს ვიწყებთ. მაგრამ ეს ორი,ჩვენგან განსხვავებით, სულ ასს თამაშობდნენ და ამიტომ იყო ყველაზე განსხვავებული მათი ზღაპარი" - წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.