„სიზმარი, რომელიც ცხადად ამიხდა!.." - ოტია იოსელიანის რძალი ქმარ-შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს - Marao

„სიზმარი, რომელიც ცხადად ამიხდა!.." - ოტია იოსელიანის რძალი ქმარ-შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

2023-09-26 10:33:59+04:00

უკვე რამდენიმე წელია წყალტუბოში, დიდი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის კარ-მიდამოში, მისი შვილიშვილი, უმცროსი ოტია იოსელიანი დამკვიდრდა. ოტიამ და მისმა მეუღლემ, ნუცა ცისკარიშვილმა, სოფლის მეურნეობას მიჰყვეს ხელი და ახლა სახლ-მუზეუმში მისულ სტუმრებს ტრადიციული ტექნოლოგიებით მიღებული, ნატურალური პროდუქტებით უმასპინძლდებიან. 

ნუცა და უმცროსი ოტია ცოტა ხნის წინ პირველი შვილის, დაჩის მშობლები გახდნენ.

ამჯერად ნუცა "ინსტაგრამზე" ქმარ-შვილთან გადაღებულ კადრებს გვიზიარებს:

„სიზმარი, რომელიც ცხადად ამიხდა!.. ვერასოდეს ვიოცნებებდი ამ ყველაფერზე… ცხოვრების აზრი და ცხოვრების მთავარი სიყვარული დაჩი და ოტია იოსელიანები (უმცროსები) (ჩემები)… მადლობა სამყაროს!..“ - წერს ნუცა.