ერთი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ თაკო ტაბატაძე და გია ბაღაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა 2009 წელს იქორწინა. თაკო 17 წლის იყო და, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის 20-წლიანი ასაკობრივი სხვაობა იყო, წყვილი ბედნიერად გრძნობდა თავს.
10-წლიანი თანაცხოვრებისა და ოთხი გოგონას დაბადების შემდეგ ოჯახი დაინგრა და ახლა ცალ-ცალკე ცხოვრობენ. თაკოს 4 შვილის დედობა წარმატებულ სამსახიობო კარიერაში ხელს არ უშლის. ქართველი მსახიობი ბოლო წლებში რამდენიმე უცხოურ ფილმში გადაიღეს, მათ შორის, ინდურ ფილმში.
მსახიობ თაკო ტაბატაძის შეყვარებული, ფეხბურთელი ნუგზარ სპანდერაშვილი, სოციალურ ქსელში თავის რჩეულთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ვიდეოს აქვეყნებს. წყვილის სოციალურ ქსელში გამოჩენა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს.
"2 საოცარი წელი შენთან ერთად... ბედნიერებითა და თავგადასავლებით სავსე... და ბევრი კარგი რამ გველოდება გზაზე. შენ მე გამხადე ყველაზე ბედნიერი ქალი პლანეტაზე...
ძალიან მადლობელი ვარ... და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ოცნებები ახდება..." - წერს თაკო ტაბატაძე.