ლალი მოროშკინა ბიზნესმენი, ყოფილი ჟურნალისტი და ახლა უკვე რამდენიმე წიგნის ავტორია. ის საკუთარი პირადი ცხოვრებისა და მის გარშემო აგორებული არაერთი ჭორის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ლალი წლების განმავლობაში აქტიურად ჩანდა ტელეეკრანებზე და პოპულარულ შოუებსაც ხშირად სტუმრობდა.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აზიარებს:
"90-იანები იყო... მე ფრანკფურტიდან თბილისში ვბრუნდებოდი. ისე მოხდა, რომ თვითმფრინავში ქალბატონი ნინო რამიშვილის გვერდზე აღმოვჩნდი. ამ ისტორიული ქალის მხოლოდ ყურებაც დიდი ბედნიერება იყო.
არასოდეს დამავიწყდება საოცრად მზრუნველი და მოსიყვარულე ნინო სუხიშვილი, რომელიც სახელოვან ბებიას მთელი გზის განმავლობაში ფეხებთან პლედს უკეცავდა და ეალერსებოდა.
მერე, ცხოვრების განმავლობაში ჩვენი გზები არაერთხელ გადაიკვეთა. საქმიანი, მშრომელი, პრინციპული და საოცრად სამართლიანი ნინო ყოველთვის დიდ პატივისცემას იმსახურებდა.
მისი ცხოვრებისეული გზა საკმაოდ რთული და ეკლიანია... წელს, სამწუხაროდ, მეუღლეც დაკარგა... იცის, რომ ბედისწერამ დიდი და რთული მისია არგუნა. ღირსება მისი ოჯახის სამარკო ნიშანია. ცეკვა - ცხოვრების აზრი." - წერს ლალი მოროშკინა.