დღის კითხვა: რატომ არ იღიმებიან მოდელები პოდიუმზე და რა მოხდა Emporio Armani-ს ჩვენებაზე? - Marao

დღის კითხვა: რატომ არ იღიმებიან მოდელები პოდიუმზე და რა მოხდა Emporio Armani-ს ჩვენებაზე?

2023-09-26 13:06:37+04:00

„რატომ აქვთ სახეზე ისეთი გამომეტყველება, თითქოს ვიღაც მოკვდა?“ - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა მოდის ჩვენებების კომენტარებში. ადამიანისთვის, ვინც არ იცის მოდის ინდუსტრიის სირთულეები, „პოკერის სახე“, რომელსაც გოგონები, ჩვეულებრივ, პოდიუმზე ატარებენ, აუხსნელ საიდუმლოდ გამოიყურება.

South China Morning Post-ის ჟურნალისტებმა დაიწყეს  ახსნა, თუ ვინ აწესებს ასეთ სტანდარტებს მოდელირებისთვის, რომელი დიზაინერები სთხოვენ მოდელებს, არ გაიღიმონ და როგორ აიძულებენ გოგონები საკუთარ თავს "სახის შენარჩუნებას" შოუს დროს. ზოგიერთმა მათგანმა თავისი საფირმო ხრიკებიც კი გააზიარა. ამგვარად, 18 წლის კლარა სლოვაკეთიდან ამბობს: „როდესაც პოდიუმზე გავდივარ, რაღაც სევდიანზე ვფიქრობ, მაგალითად, იმაზე, თუ როგორ მოკვდა ჩემი კატა. მას ავტობუსმა გადაუარა“. 

თუმცა, "ღიმილის აკრძალვა" ყოველთვის არ მოქმედებდა მოდის ჩვენებებზე: 1973 წელს ვერსალის სასახლეში ამერიკელი დიზაინერების ცნობილი ჩვენების შემდეგ, სადაც მოდელებს თითქმის ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ, შეიცვალა იდეები, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ პოდიუმზე - დრამატულად. ეს მხატვრული სტილი მოგვიანებით მიიღეს 1980-იანი და 1990-იანი წლების დასაწყისის სუპერმოდელებმა - ჩვენ ყველას გვახსოვს "ვერსაჩეს" წარმოუდგენელი შოუები და ლინდას, კრისტის, ნაომისა და სინდის ცნობილი ბოლო გამოჩენა ტრეკზე "Freedom! "90" 1991 წელს. ეს ტრადიცია გააგრძელეს მომდევნო თაობის სუპერმოდელებმაც, რომელთა შორის ყველაზე დასამახსოვრებელი ქეით მოსი იყო. 

 „მოდი, ვაჩვენოთ მათ, რომ რასაც ატარებთ, გსიამოვნებთ“ - სწორედ ამ იდეის გარშემო რამდენიმე დღის წინ მილანის მოდის კვირეულზე გაიმართა Emporio Armani-ს ჩვენება. 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია შთაგონებული იყო მზითა და ვარსკვლავებით, რომელიც გაჯერებულია ნათელი, კაშკაშა ფერებითა და გამჭვირვალე ქსოვილებით. შოუ განსაკუთრებულად სწორედ მოდელების გაღიმებულმა სახეებმა აქცია.