"ოჯახის დანგრევის ტკივილს ვერაფერი აანაზღაურებს, ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის ოჯახი იყო... მე მჯეროდა ამ ფრაზის - "სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს" - შაკირას ახალი ინტერვიუ პიკესთან განქორწინებისა და პირადი ცხოვრების შესახებ - Marao

"ოჯახის დანგრევის ტკივილს ვერაფერი აანაზღაურებს, ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის ოჯახი იყო... მე მჯეროდა ამ ფრაზის - "სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს" - შაკირას ახალი ინტერვიუ პიკესთან განქორწინებისა და პირადი ცხოვრების შესახებ

2023-09-26 15:54:50+04:00

ის ფაქტი, რომ შაკირამ და ფეხბურთელმა ჟერარდ პიკემ 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორება გადაწყვიტეს, გასული წლის ივნისში გახდა ცნობილი. მაშინაც ცხადი იყო, რომ ისინი მეგობრებად დარჩენას ვერ შეძლებდნენ.

განქორწინების შემდეგ შაკირამ შვილებზე სრული მეურვეობა მიიღო და ახალი ცხოვრების დაწყება აშშ-ში გადაწყვიტა. ცოტა ხნის წინ კი ინტერვიუში ოჯახის დანგრევაზე ისაუბრა: 

„რამდენიმე ეტაპი გავიარე: უარყოფა, გაბრაზება, ტკივილი, იმედგაცრუება, ისევ გაბრაზება, ისევ ტკივილი. ახლა გადარჩენის ეტაპზე ვარ.“

მიუხედავად ამისა, იგი აღიარებს, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ოჯახურმა საკითხებმა და ბარსელონაში ცხოვრებამ მუსიკალურ ინდუსტრიას ჩამოაცილა. ეს ყველაფერი კი პიკესთან დაშორების შემდეგ შეიცვალა და შაკირა ისევ სიმღერას დაუბრუნდა. შაკირამ ინტერვიუში შვილებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკაში ცხოვრება უფრო უადვილდებათ:

„მათთვის აქ ცხოვრება უფრო კომფორტულია - ბარსელონაში მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრში იყვნენ. ყოველდღე გვყავდა პაპარაცები კარებთან. 

ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის ოჯახი იყო. მე მჯეროდა ამ ფრაზის - "სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს". მე მჯეროდა ამ ოცნების და ეს ოცნება მქონდა ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის. ჩემი მშობლები 50 წელზე მეტია, რაც ერთად არიან. ამიტომ ვიცი, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს. მამას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, დედა კი მას მარტო წამითაც კი არ ტოვებს.  ეს მინდოდა ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა. 

ვფიქრობ, ოჯახის დანგრევის ტკივილს ვერაფერი აანაზღაურებს. რა თქმა უნდა, შვილების გულისთვის უნდა გავაგრძელო კარგად ყოფნა; ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია“ - ამბობს შაკირა.