ჟურნალ CR Fashion Book -ის ახალი ნომრის ერთ-ერთი მუზა კიმ კარდაშიანია. რეალითი შოუს ვარსკვლავი გამოცემისთვის შთამბეჭდავად გარდაისახა. ახალი ნომერი CR Fashion Book-ის სპეციალური პროექტის ნაწილია – CR Muses - ასე ჰქვია ხაზს, რომელიც გამოცემის 10 წლის იუბილეს ეძღვნება და მკითხველს გამომცემლობის მუზებს წარუდგენს. ინტერვიუში კიმმა თავის ცხოვრებაზე, საქმიანობაზე, გამოცდილებასა და ოჯახის წევრებზე ისაუბრა. მისაბაძ ადამიანებად კი, სხვადასხვა ვარსკვლავთან ერთად, თავისი დები, დედა და ბებია დაასახელა. ინტერვიუში ასევე ვრცლად ისაუბრა დებზე და ერთმანეთთან დამოკიდებულებაზე.
"კორტნიმ ყოველთვის იცის, რა უნდა და უკან არ იხევს, როცა ასეთი რამ აქამდე არასდროს გაუკეთებიათ ან როცა მისი არჩეული გზა ჩვეულებრივი არაა. ამის გამო დიდ პატივს ვცემ. ქლოის დეტალებისადმი ყურადღება შეუდარებელია და მსოფლიოში ყველაზე დიდი გული აქვს. კენდალი მხიარული და თავისუფალი სულია და საკუთარ თავთან გულწრფელად ცხოვრობს. მიყვარს, რამდენად უყვარს თავისი მეგობრები და ის, თუ რამდენი თავგადასავალი და მოგონება აქვს. ის ცხოვრებისეულ გამოცდილებებს სათანადოდ აფასებს. კაილი მშვენიერი პიროვნებაა, რომელიც თავის ენერგიას გულუხვად გასცემს და უნდა, რომ ყველა ბედნიერი იყოს. ის ძალიან ნამდვილია", — ამბობს კიმი.
„ყოველთვის ვცდილობ არაფერი ვინანო, ბუნებრივია ვიფიქროთ, ვინატროთ, რომ რაღაც უკეთესად გაგვეკეთებინა წარსულში, მაგრამ ყველაფერი გამოცდილებაა, რომელიც გაზრდასა და გაუმჯობესებაში გვეხმარება. ვცდილობ, არ ვიფიქრო იმაზე, თუ რას შევცვლიდი და ვფოკუსირდე უკეთეს მომავალზე“
"ვფიქრობ, ერთადერთი მიზანი, რომელსაც ჯერჯერობით ვერ მივაღწიე, ეს გამართული სასამართლო სისტემაა. ვიმედოვნებ, ცხოვრების მანძილზე შევძლებ ამ სურვილის განხორციელებასაც, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული"
სრული ინტერვიუს სანახავად ეწვიეთ ლინკს: crfashionbook.com