ევროპის ბევრ ქვეყანაში „შავ სიაში“ შეიტანეს უამრავი სახელი. კანონის წარმომადგენლების თქმით, ასეთი სახელი ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს და შეიძლება გამოიწვიოს ბულინგი და დაცინვა.
ახალ ზელანდიაში აკრძალეს 77 სახელი. რამდენიმე ცდის შემდეგ საჭირო გახდა სპეციალური სიის შედგენა. იაპონიაში თავად პრემიერ-მინისტრმა "გაუქმა" სახელი აკუმი - იაპონურიდან ითარგმნება როგორც "ეშმაკი".
2014 წელს საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ქვეყანაში აკრძალული სახელების სია. სახელი ლინდა იქ იყო შეტანილი ფორმულირებით „ზედმეტად არასერიოზული და დასავლურ კულტურასთან ასოცირებული“.

ამავდროულად, არის არაერთი ოდესღაც ძალიან პოპულარული სახელი, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით „გაუქმდა“. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ისტორიულ პირებზე. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სიაში პირველი სახელი ადოლფია.
1920-1930-იან წლებში სახელი ადოლფი უკიდურესად გავრცელებული იყო არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც. თუმცა, დიქტატორის გარდაცვალებისა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ამ სახელის პოპულარობაც გაქრა.
შედარებით ახლო წარსულის მოვლენებიდან 2000 წლით უკან გადავინაცვლოთ. ბიბლიური სახელები კვლავ პოპულარულია მშობლებს შორის. თუმცა, ისეთი სახელი, როგორიცაა იუდა, უმრავლესობისთვის მოღალატესთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, მორწმუნეა თუ არა ადამიანი.