ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ის მიხეილ სააკაშვილს დაშორდა.
“ორი წელიწადი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება. დღეს შედგა ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი. ვუსურვებ მას თავისუფლებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ჩვენ ერთად აღარ ვართ”, – წერს სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში.