მარიამ როინიშვილისა და გიორგი მახარაძის ქალიშვილი ელენე მახარაძე უკვე წარმატებული მსახიობია. მან არაერთი დასამახსოვრებელი როლი შეასრულა და საზოგადოებას თავიც შეაყვარა. ელენე, მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, დედასთანაც და მამასთანაც დიდ დროს ატარებს და მათთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. სოციალურ ქსელში განსაკუთრებით პოპულარულია ელენესა და მისი უმცროსი დის, უსაყვარლესი ნიკა მახარაძის სახალისო ვიდეოები.
ელენეს მამისგან სამსახიობო, დედისგან კი მუსიკალური ნიჭი გამოჰყვა და, წარმატებულ როლებთან ერთად, ის შესანიშნავად მღერის. ამჯერად მარიამ როინიშვილი "ინსტაგრამზე" სწორედ ელენეს ფოტოს აქვეყნებს.
