ზოდიაქოს ნიშნები ყველაზე ძლიერი ინტუიციის გრძნობით - Marao

ზოდიაქოს ნიშნები ყველაზე ძლიერი ინტუიციის გრძნობით

2023-09-29 16:42:04+04:00

12. მშვილდოსანი

მედიუმების ჰოროსკოპში საპატიო ბოლო ადგილი ენიჭება მშვილდოსანს - ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ასეთი ფატალისტები არიან, სულაც არა. უბრალოდ, თუ წინასწარ გამოიცნობ ყველაფერს, მაშინ რატომ ცხოვრობ საერთოდ? 

11. თხის რქა

ძლიერი ინტუიცია თხის რქებშიც გვხვდება, მაგრამ ეს ძალზე იშვიათია. თხის რქა მას არ იყენებს, გასაგებია რატომაც: როგორ შეგიძლია ენდო ისეთ რამეს, რასაც ხელით ვერ შეეხები.

10.ვერძი

ვერძებმა ყოველთვის იციან, სად არის გამდიდრების შესაძლებლობა - ამაში კი კარგი ინტუიცია ეხმარებათ.  ყველა სხვა შემთხვევაში, ვერძს, ზოგადად, არანაირი წინათგრძნობა არ სჭირდება.

9. ლომი

ხშირად ვერ აცნობიერებენ, თუმცა ლომებს ინტუიცია თითქმის ყოველთვის სიმართლეს ეუბნება.

8. კურო

კურო ინტუიციის ძლიერი გრძნობით ვერ გამოირჩევა, თუმცა აქვს ცხოვრებისეული გამოცდილება, კარგი მეხსიერება და ცხოვრების სწორი სტრატეგიის არჩევის ფანტასტიკური უნარი. 

7. სასწორი

შრედინგერის ინტუიცია: როგორც ჩანს, არის, მაგრამ ამავე დროს, როგორც ჩანს, არ არის. ანუ, სასწორს, ერთი მხრივ, შეუძლია საკითხების განცდა ბევრად უკეთ, ვიდრე ბევრ სხვა ნიშანს.  მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ისინი საკუთარ ინტუიცია ბოლომდე არასდროს ენდობიან. 

6. ქალწული

საპატიო ცენტრალურ ადგილს ინტუიციურ ჰოროსკოპში ქალწული იკავებს - ეს ნისანი ყველაზე კარგად იყენებს ინტუიციის გრძნობას ნებისმიერ რთულ სიტუაციაში.

5. მერწყული

ხუთეულში იხსნება მერწყული - მერწყული სამყაროსთან და ცხოვრებასთან აუხსნელი გზებითაა დაკავშირებული. ზოდიაქოს ნიშნებში ყველაზე ძლიერი ინტუიცია გააჩნიათ. მართალია, მათი გადაწყვეტილებები ხშირად იმპულსურია, თუმცა სწორ დროს სწორ რამეებს აკეთებენ.

4. ტყუპები

ტყუპები, რომლებიც ერთი შეხედვით ყველას კარგად ხედავენ, ყოველთვის ყველაფერი იციან ყველას შესახებ და შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ არა მხოლოდ რას გააკეთებს ადამიანი შემდეგ, არამედ ისიც, რაზე ფიქრობს სინამდვილეში. 

3. კირჩხიბი

სამეულს ხსნიან კირჩხიბები – ნამდვილი ინტუიტები: მათ ყოველთვის იციან, რა მოხდება, კირჩხიბებს წინდახედულობის ცუდი ნიჭი აქვთ. მაგრამ თუ თქვენ გჭირდებათ ადამიანი, რომელმაც იცის როგორ გაუმკლავდეს ნებისმიერ უსიამოვნებას, ეს ნამდვილად კირჩხიბია.

2. მორიელი

ყველაზე მისტიკური ნიშანი საპატიო მეორე ადგილს იკავებს: მორიელის მოტყუება შეუძლებელია, მაშინაც კი, თუ საკუთარ თავს მოიტყუებთ და გულწრფელად გჯერათ თქვენი ნათქვამის. მორიელს პლუტონი განაგებს, რაც ნიშნავს რომ მათ “ღამის მხედველობა” აქვთ, ანუ იქ და იმას ხედავენ, რასაც სხვები ვერ ახერხებენ. მათთვის ყოველთვის ცხადია სიმართლე, როგორც არ უნდა შენიღბოთ ტყუილი.

1.თევზები

საპატიო პირველი ადგილი თევზებს ენიჭება. ისინი თევზივით სხარტად გარბიან უმცირეს საფრთხის მოახლოებისასაც კი. თევზები ადვილად იძენენ მეგობრებს და მათი მძლავრი მეექვსე გრძნობა არასდროს ატყუებთ.