„ყველაზე მეტად რომ მიყვარს და მენატრება, ის გოგო დაიბადა; გილოცავ, დე!" - ანრი ჯოხაძე დედას, რუსუდან ჩხაიძეს, დაბადების დღეს ულოცავს - Marao

„ყველაზე მეტად რომ მიყვარს და მენატრება, ის გოგო დაიბადა; გილოცავ, დე!" - ანრი ჯოხაძე დედას, რუსუდან ჩხაიძეს, დაბადების დღეს ულოცავს

2023-09-28 10:04:54+04:00

პოპულარული ქართველი მომღერალი და ტელესახე ანრი ჯოხაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ბოლო დროს ანრიმ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა, გამომწერები კი ხშირად აღნიშნავენ, რომ მას ასაკი საერთოდ არ ეტყობა.

საზოგადოების სიყვარულს იმსახურებს ანრი ჯოხაძის დედა, კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძეც. როგორც ანრი აღნიშნავს, მისი კარიერის შექმნასა და წარმატებაში დედას დიდი წვლილი მიუძღვის. რუსუდან ჩხაიძე დღეს იუბილარია. მას დაბადების დღეს მუსიკოსი სოციალურ ქსელში საჯაროდ ულოცავს: 

„ყველაზე მეტად რომ მიყვარს და მენატრება, ის გოგო დაიბადა. გილოცავ, დე!" - წერს ანრი.