"ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს" სტუმარი ლიკა კვარაცხელიაა. მოდელმა გადაცემაში დაწვრილებით ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეცვალა ბებიობამ მისი ცხოვრება:
„დედაჩემი ძალიან მანებივრებდა. როგორც კი დამჭირდებოდა, ვურეკავდი და მაშინვე მოდიოდა, მაგრამ მე ამ ყველაფრისთვის დრო საერთოდ არ მაქვს და ჩემი შვილი არც მაწუხებს. იმდენად მაწუხებს სინდისი, რომ მეც იმავეს არ ვაკეთებ, ვამბობ, რა ბებია ვარ-მეთქი. ჩემი ბებიისგან ვისწავლე თმის დაწვნა, მეც ახლა იმავეს ვაკეთებ. ბებია მივლიდა, მაჭმევდა და მეგრულს მასწავლიდა, სულ მეგრულად მელაპარაკებოდა.
ვაფრენ მასზე, თან შენია და თან შენი არაა. ბებიობამ უფრო ახალგაზრდობისკენ წამიყვანა, უფრო მომანდომა, ვიყო ფორმაში, მეტი ვივარჯიშო“, – ამბობს ლიკა კვარაცხელია.