რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. ის ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში სერიალიდან "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა. სულ ცოტა ხნის წინ, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი ეკრანებს ახალი სეზონით დაუბრუნდა და მაყურებელმა კვლავ იხილა რუსკა მსახიობის ამპლუაში, თუმცა მას ამ ხნის მანძილზე მუშაობა არ შეუწყვეტია და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, ფილმსა თუ სპექტაკლში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.
8 ივნისს რუსკა ქარქაშაძისა და ლაშა მოწონელიძის ქორწილი გაიმართა. საღამოს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის: ნანუკა გულუა, სალომე შარვაძე, ოთო ფოლადაშვილი, ჯულიანა ბარგნარი, გიორგი გასვიანი, მარიტა მელიქიშვილი, ბახვა ბრეგვაძე, გიგა უჩუვატოვი, დალი ჩიტალაძე, გიო ხუციშვილი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები და სხვ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსკა ქარქაშაძე და ლაშა მოწონელიძე მალე პირველი ბავშვის მშობლები გახდებიან. ამჯერად ორსული რუსკა გამომწერებს ახალ ვიდეოს უზიარებს.