ფემინიზმი - ფილოსოფიის მიმდინარეობა, რომელიც ქალისა და მამაკაცის თანასწორობას ქადაგებს. ეს ტერმინი პირველად 1895 წელს იხმარა ელის როსიმ, როგორც ქალთა მოძრაობის აქტივისტების იდეოლოგიის აღმნიშვნელი სიტყვა. ფემინიზმი, როგორც თეორია, წარმოიქმნა ქალთა მრავალსაუკუნოვანი დისკრიმინაციის, ისტორიული უსამართლობის, პატრიარქალური წყობის, მამაკაცის დომინირების უალტერნატივობის კრიტიკის შედეგად. უდიდესმა ჰუმანისტმა მაჰათმა განდიმ თავისი რეფორმების გატარება სწორედ ქალთა უფლებების წინ წამოწევით დაიწყო.
- ”თითოეულ თქვენგანს შეუძლია იყოს ლიდერი და მხარი დაუჭიროს სხვებს ამის მისაღწევად.” მიშელ ობამა
- ”ჩვენ არ ვიცით ჩვენი ნამდვილი სიმაღლე, სანამ ფეხზე არ წამოვდგებით”. ემილი დიკინსონი, ამერიკელი პოეტი
- ”ყველაზე მიმზიდველი რაც შეიძლება ჰქონდეს ქალს არის თავდაჯერებულობა”. ბიონსე
- ”ფემინიზმი არის შესაძლებლობა აირჩიოს ის, რისი გაკეთებაც გსურთ.” ნენსი რეიგანი
- "მე მძულს მამაკაცები, რომლებსაც ქალების ძალის ეშინიათ". ანას ნინი, მწერალი
-
"ფემინისტი არის ის, ვინც ცნობს ქალთა და მამაკაცთა თანასწორობას და სრულ კაცობრიობას".-გლორია სტეინემი
-
"ფემინიზმი არ ნიშნავს უბრალოდ ქალის ძალაუფლების პოზიციაზე ყოფნას. საქმე ეხება უთანასწორობასთან ბრძოლას".-ჯესიკა ვალენტი.
-
"ფემინიზმი არ არის მხოლოდ იდეა, ეს არის ფილოსოფია. ეს ეხება ქალთა თანასწორობას ყველა სფეროში."- როქსან გეი, ამერიკელი პედაგოგი და მწერალი.
-
"ქალისთვის საკუთარი თავის პოვნის, საკუთარი თავის შეცნობის ერთადერთი გზაა საკუთარი შემოქმედებითი საქმიანობა."-ბეტი ფრიდანი.