გუშინ ღამით თბილისში, "დინამო არენაზე", ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, ბრუნო მარსის კონცერტი გაიმართა. საღამო Black Sea Arena-ს ორგანიზებით ჩატარდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ბრუნოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერაზე არაერთ გოგოს სთხოვეს ხელი. ბრუნო მარსის მიერ 2010 წელს გამოშვებულ ჰიტზე, სახელწოდებით Marry You, უამრავი ოჯახი შეიქმნა და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. გამონაკლისი კი, ცხადია, არც თბილისში გამართული კონცერტი იყო.
სწორედ ამ სიმღერის შესრულებისას სთხოვა ხელი "სუხიშვილების" უმშვენიერეს სოლისტს, ელენე ჩიტიშვილს, რჩეულმა. კადრები სოციალურ ქსელში ელენეს მეგობარმა, ასევე მოცეკვავე მარიამ მათიაშვილმა გაავრცელა: "და ჩემმა მეგობარმა თქვა კი" - წერს ის.
ელენე ჩიტიშვილი უკვე არაერთი წელია, ქართული ეროვნული ბალეტის წევრია. მისი რჩეული კი ოთარ ლასხიშვილია, რომელიც თავისუფალი ტეატრის მსახიობია და არაერთ ქართულ სერიალშიც მიუღია მონაწილეობა. წყვილის ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება და უამრავი მილოცვა დაიმსახურა.