ვიდეო: ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს - Marao

ვიდეო: ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

2023-10-02 10:09:45+04:00

ბოლო პერიოდში  მედია დათო კო­დუ­ა­სა და ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძის წყვი­ლის შე­სა­ხებ სულ უფრო ხშირად წერს. ინ­ტე­რე­სი მათ მი­მართ მას შემ­დეგ გა­ი­ზარ­და, რაც დათო კო­დუ­ას ძმამ, ერეკ­ლემ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც კო­დუა ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან, ნა­თია გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­თან არის გა­და­ღე­ბუ­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი­დევ ერთი სა­ერ­თო ფოტო ამ­ჯე­რად ნა­თი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

როგორც ცნობილია, წარსულში დავით კოდუასა და ალექსანდრა პაიჭაძეს ხმაურიანი ურთიერთობა ჰქონდათ. ისინი ოფიციალურად არ დაქორწინებულან, თუმცა ჰყავთ საერთო შვილი, ვიქტორია. დავით კოდუას მეუღლე, ნათია გედევანიშვილი და შვილები ძალადობის ფაქტზე ედავებოდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობდა, რაც ოჯახში ძალადობას ითვალისწინებს. 

დათო კოდუას დედა ლა­უ­რა ღა­ჭა­ვა Ambebi.ge-სთან საუბრისას ამბობდა, რომ დავით კოდუას ოჯახი არასდროს მიუტოვებია:

"ოჯა­ხი არა­სო­დეს მი­უ­ტო­ვე­ბია. ის ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მე­უღ­ლე იყო და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ახ­ლაც არის. შვი­ლებს ხომ გა­და­ყო­ლი­ლია. ის შემ­თხვე­ვი­თი ადა­მი­ა­ნი ვინც არის, ალექ­სან­დრა, მე არ ვიცი, მე მაგ საქ­მე­ში არ ვე­რე­ვი და არც მა­ინ­ტე­რე­სებს. მე მა­ინ­ტე­რე­სებს ჩემი ოჯა­ხი, პი­რა­დი ოჯა­ხი და შვი­ლე­ბის ოჯა­ხი, მეტი არ მა­ინ­ტე­რე­სებს, იმის გა­რეთ რა ხდე­ბა", - ამბობდა ის. 

ამჯერად კი ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს. შერიგდა თუ არა წყვილი ან ჰქონდათ თუ არა გაწყვეტილი ურთიერთობა, ამის შესახებ კომენტარი მათ არ გაუკეთებიათ.