2-8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

2-8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2023-10-02 10:49:42+04:00

მერწყული: 20 იანვარი–18 თებერვალი

სამშაბათი, შესაძლოა, თქვენთვის ფინანსურად რთული აღმოჩნდეს, თუმცა ხუთშაბათიდან საქმე კარგად წავა და ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე სწორედ ამ დღისთვის გადადოთ. 

თქვენი იღბლიანი დღეები: 4, 5, 7 ოქტომბერი

თქვენი იღბლიანი ციფრები: 2, 8, 18

თევზები: 19 თებერვალი–20 მარტი

შესაძლოა იგრძნოთ, რომ თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანები სხვადასხვა ენაზე საუბრობთ. ჯობს, რომ უკან თქვენ დაიხიოთ და ამით არაფერს წააგებთ. სამსახურში სტაბილური პერიოდი გელით, ყურადღება ოჯახსა და მეგობრებს დაუთმეთ და ეცადეთ, ურთიერთობები დაალაგოთ.

თქვენი იღბლიანი დღეები: 5, 6, 7 ოქტომბერი

თქვენი იღბლიანი ციფრები: 7, 12, 16

ვერძი: 21 მარტი - 19 აპრილი

ორშაბათს დიდი სიახლეები გელით. კარიერაში ახალი შანსები გამოჩნდება. ეცადეთ, სიფრთხილით მიუდგეთ ყველა ახალ შემოთავაზებას და არ მიიღოთ სპონტანური გადაწყვეტილებები. დარწმუნდებით, რომ უფრო მეტი შეგიძლიათ, ვიდრე გეგონათ. 

თქვენი იღბლიანი დღეები: 3, 4, 5 ოქტომბერი

თქვენი იღბლიანი ციფრები: 2, 7, 16

კურო: 20 აპრილი – 20 მაისი

უფრო მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად. ნუ გადადებთ შეკრებებს, რადგან ამას აუცილებლად ინანებთ. შეიტანეთ ბალანსი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ კვირაში განსაკუთრებით გაუფრთხილდით საკუთარ თავს და აუცილებლად დარწმუნდებით, რომ საკმარისად კარგი ხართ. 

თქვენი იღბლიანი დღეები: 1, 2, 7 ოქტომბერი

თქვენი იღბლიანი ციფრები: 2, 6, 18

ტყუპები: 21 მაისი–20 ივნისი

თქვენ იპოვით საყვარელ ადამიანთან ახალ საერთოს, რომელიც დაგეხმარებათ წარსული ტრავმების დავიწყებაში. 6 ოქტომბრიდან თქვენი ცხოვრება უფრო ლაღი და მხიარული გახდება. ახალი შემოთავაზებები გექნებათ სამსახურშიც.

თქვენი იღბლიანი დღეები: 2, 3, 4 ოქტომბერი

თქვენი იღბლიანი ციფრები: 5, 8, 14

კიბო: 21 ივნისი – 22 ივლისი

გექნებთ ახალი იდეები, რომლებსაც საყვარელ ადამიანებთან ერთად განახორციელებთ. 7 ოქტომბერს მოგიწევთ, რომ გახვიდეთ თქვენი კომფორტის ზონიდან. ეს არც ისე სასიამოვნო იქნება, თუმცა წარმატებას მოგიტანთ. მიჰყევით გულს და იმოქმედეთ სიფრთხილით. 

თქვენი იღბლიანი დღეები: 5, 6, 7 ოქტომბერი

თქვენი იღბლიანი ციფრები: 2, 4, 9

ლომი: 23 ივლისი - 22აგვისტო

თქვენ გამოგიჩნდებათ მოულოდნელი შესაძლებლობა, რომ მიაღწიოთ დიდი ხნის მიზანს. ენდეთ თქვენს გულს და უფრო მეტი დრო გაატარეთ ახლობლებთან. მეგობრებთან ურთიერთობა დაგეხმარებათ პატარა სირთულეების დაძლევაში. 

თქვენი იღბლიანი დღეები: 3, 4, 5 ოქტომბერი

თქვენი იღბლიანი ციფრები: 1, 3, 6

ქალწული: 23 აგვისტო–22 სექტემბერი

ეს კვირა განსაკუთრებულ სიახლეებს გიმზადებთ, რადგან გექნებათ ახალი იდეები, ახალი შესაძლებლობები თქვენი შემოსავლის გასაზრდელად. წარმატება და იღბალი ამ კვირაში თქვენ მხარესაა. ამიტომ იმოქმედეთ ჭკვიანურად!

თქვენი იღბლიანი დღეები: 1, 2, 4 ოქტომბერი

თქვენი იღბლიანი ციფრები: 2, 5, 14

სასწორი: 23 სექტემბერი–22 ოქტომბერი

მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას, როდესაც საქმე ეხება ოჯახურ საკითხს. დიდი დრო გაატარეთ მეგობრებთან და გაუზიარეთ მათ თქვენი იდეები. აუცილებლად იგრძნობთ მხარდაჭერას და გექნებათ ახალი შესაძლებლობები. 

თქვენი იღბლიანი დღეები: 3, 4, 5 ოქტომბერი

თქვენი იღბლიანი ციფრები: 4, 5, 12

მორიელი: 23 ოქტომბერი–21ნოემბერი

მიეცით გასაქანი თქვენს ფანტაზიას. მოერიდეთ ხმაურს, აურზაურსა და ხალხმრავალ შეკრებებს. ეცადეთ დრო სიმშვიდეში გაატაროთ და იფიქრეთ საკუთარ იდეებზე. საუკეთესო დროა მცირე მოგზაურობისთვისა და საკუთარი თავის უკეთ აღმოჩენისთვის. 

თქვენი იღბლიანი დღეები: 5, 6, 7 ოქტომბერი

თქვენი იღბლიანი ციფრები: 9, 12, 18

მშვილდოსანი: 22 ნოემბერი–21 დეკემბერი

თქვენ იგრძნობთ ძალას, რომ იმოქმედოთ თქვენი დიდი ხნის მიზნების მისაღწევად. მოუსმინეთ თქვენს იმპულსებს, გაუზიარეთ თქვენი აზრები ახლობელ ადამიანებს და ეცადეთ, მნიშვნელოვანი საქმეები მათთან ერთად აკეთოთ. 

თქვენი იღბლიანი დღეები: 3, 4, 5 ოქტომბერი

თქვენი იღბლიანი ციფრები: 2, 10, 11

თხის რქა: 22 დეკემბერი–19 იანვარი

ყურადღება გაამახვილეთ უნარების დახვეწაზე ან რაიმე ახლის სწავლაზე. თქვენი გონებრივი ენერგია გაიზრდება! გექნებათ შანსი, თავი გამოიჩინოთ, როგორც ლიდერმა. თუ სწორად იმოქმედებთ, მიიღებთ აღიარებას თქვენი ძალისხმევისთვის.

თქვენი იღბლიანი დღეები: 1, 2, 5 ოქტომბერი

თქვენი იღბლიანი ციფრები: 8, 9, 17