ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. ლიზა ცნობილი ექიმების, ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას ქალიშვილია. ის მშობლების გზას აგრძელებს და თავადაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ირაკლი კი ბოლო წლებში აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე. მსახიობი და ტელესახე საკუთარი ბიზნესითაცაა დაკავებული და ხშირად მოგზაურობს.
ლიზა და ირაკლი თბილისში გამართულ ბრუნო მარსის კონცერტს ესწრებოდნენ. კონცერტის კადრებს ირაკლი "ინსტაგრამზე" გვიზიარებს: "მე ჩემი პლანეტით ვიყავი მარსზე" - წერს ის.

