ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი პარიზის მოდის კვირეულზე გამოვიდა. მიუხედავად არაერთ წამყვან ბრენდთან თანამშრომლობისა, მოდელისთვის ეს კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან 2 ტოპ-შოუ ერთ დღეში ჩაატარა.
მატილდამ მონაწილეობა Valentino-ს ჩვენებაზე მიიღო და Y/Projeckt - გლენ მარტენსზეს ჩვენება დახურა.
აღსანიშნავია მისი დებიუტი Vivienne Westwood გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზეც.
მატილდას განსხვავებულ და განსაკუთრებულ გარეგნობას ბევრი უსვამს ხაზს, მისი არაორდინარული სილამაზე კი ყოველთვის იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას. როგორც თავად ამბობს, გაყოფილი კბილები ერთ დროს მას აკომპლექსებდა, მაგრამ ახლა თვლის, რომ სწორედ არასტანდარტული სახე გახდა მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი და ის სხვადასხვა დროს ისეთ დიდ ბრენდებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა: Valentino, Fendi, Nafnaf, Dolce & Gabbana და სხვ. გასულ წელს კი ნიდერლანდური Vogue-ს გარეკანზეც მოხვდა.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ