ანასტასია ხაჩიძე ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას შვილია. გოგონა ბავშვობიდან სიმღერის და ცეკვის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა და მის ვიდეოებს ხშირად აქვეყნებენ მშობლები, გულშემატკივრებისგან კი ყოველთვის თბილ კომენტარებს იმსახურებენ.
ზურას თქმით, ანასტასიას სახელი გამზრდელი ბებოს პატივსაცემად დაარქვა. ოჯახში ყველაზე პატარა წევრს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და ზურა მას ყველა სურვილს უსრულებს. როგორც მშობლები განმარტავენ, ანასტასიას ეკრანზე გამოჩენა და ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ამიტომ ოჯახის წევრებთან ერთად სატელევიზიო გადაცემებს იშვიათად სტუმრობს.
სულ ცოტა ხნის წინ ანასტასია ხაჩიძემ სკოლა დაამთავრა და სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში, ლონდონში წავიდა. კადრებს იქაური ცხოვრებიდან ხშირად აქვეყნებს საკუთარი "ინსტაგრამგვერდზე".
ამჯერად ქალიშვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში ხათუნა ჟორდანია აქვეყნებს. "ჩემი პრინცესა" - წერს ის.