„როგორ შეიძლება ერთ ვიდეოში ამდენი სილამაზე?!" - მანიკა ასათიანის, ბაბი კირკიტაძისა და ნინო ჩხეიძის კადრები ისრაელიდან - Marao

„როგორ შეიძლება ერთ ვიდეოში ამდენი სილამაზე?!" - მანიკა ასათიანის, ბაბი კირკიტაძისა და ნინო ჩხეიძის კადრები ისრაელიდან

2023-10-03 11:43:21+04:00

ქართველი ვარსკვლავები ყოველწლიურად სტუმრობენ ისრაელს, სადაც ქართველი ებრაელებისთვის ქალაქ აშდოდში საღამოს მართავენ. წელს თიკა ფაცაციასთან, აჩიკო სოლოღაშვილთან, მაკა ზამბახიძესთან, რატი დურგლიშვილთან, სოფო ბედიასთან და მანიკა ასათიანთან ერთად, ისრაელს ბაბი კირკიტაძე და ნინო ჩხეიძეც ეწვივნენ. ამჯერად მანიკა სწორედ ნინოსთან და ბაბისთან ერთად კულისებში გადაღებულ სახალისო კადრებს აქვეყნებს და უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს: "სამი ულამაზესი ქალი", "საამაყო ქართველები", "როგორ შეიძლება ერთ ვიდეოში ამდენი სილამაზე?!" - წერენ კომენტარებში.