Balenciaga-მ, რომლის კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა, პარიზში 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა, თუმცა განსხვავებული სილუეტებისა თუ შთამბეჭდავი შოუს მიღმა ეს ფაქტი სხვა არაერთი ასპექტითაც საინტერესო იყო. როგორც ყოველთვის, ჩვენებას არაერთო ცნობილი ადამიანი ესწრებოდა.
წელს "ბალენიაგას" მოდის ჩვენებას ქართველი მომღერალი ლელა წურწუმიაც დაესწრო და დიზაინერსაც შეხვდა. ამჯერად ლელას მეუღლე და პროდიუსერი კახა მამულაშვილი დემნას მიერ გაგზავნილ წერილს აქვეყნებს.
„ჩემო მეგობრებო.
ჩემთვის პირადად დემნას ეს უთბილესი წერილი იყო პარიზიც, ბალენსიაგას ჩვენებაც, ლელასთვის გამოგზავნილი საჩუქრებიც. მადლობა კიდევ ერთხელ დემნას და დიდი მადლობა საბა ბახიას“, – წერს კახა მამულაშვილი და სოციალურ ქსელში დემნა გვასალიას წერილს აქვეყნებს:
„გამარჯობა, ლელა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პარიზში! იმედია, მოგეწონებათ ჩემი ხვალინდელი ჩვენება.
პატივისცემით, დემნა გვასალია“. – ვკითხულობთ დემნას მიერ გაგზავნილ წერილში.