მსახიობი და მოდელი პამელა ანდერსონი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაცვიფრებელი სილამაზითა და შესაშური ფიგურით - ასაკის მატებასთან ერთად, მას არც ერთი არ დაუკარგავს. პირიქით, უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე ოდესმე. მისი უმაკიაჟო ფოტოები ამის დასტურია.

„მირჩევნია, ჩემი ნაოჭები გამოვაჩინო... დაბერება სახალისოა. ეს შვებაა. გარკვეულ ასაკში მაკიაჟის გარეშე უბრალოდ უფრო ახალგაზრდულად და სუფთად გამოვიყურებით. ეს მე ვარ — ბედნიერი ვარ იმით, ვინც ახლა ვარ. ეს ახალი სამყაროა და მე ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის“ - დაწერა პამელამ „ინსტაგრამზე“.

როგორც თავად აღნიშნავს, მისი სახის მოვლის რუტინა შედგება კარგი მასაჟისგან. ანდერსონს ასევე უყვარს პილატესი.
„არ ვაპირებ სიბერეზე ფიქრს. ჩვენ ყველას გვსურს, გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად, მაგრამ ასაკზე არასდროს მინერვიულია” - ამბობს მსახიობი.