ნანიკო ხაზარაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და კარიერის მანძილზე არაერთი გადაცემის წამყვანიც ყოფილა. ნანიკო საკუთარ ფოტოებსა და ვიდეოებს გამომწერებს სოციალურ ქსელშიც ხშირად უზიარებს.
ნანიკოს მამას, მეცნიერ დათო ხაზარაძეს, დემენცია აქვს, რომელიც მწვავე ფორმით მიმდინარეობს - მას სივრცე, დრო, გარემო აქვს არეული და ამ დაავადებით გამოწვეული არაადეკვატური ქცევა, უპირველესად, მისივე ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს.
ამიტომ, ტელეწამყვანმა ბევრი ფიქრის შემდეგ მამის საოჯახო ტიპის სახლში მიყვანა გადაწყვიტა, რათა მისთვის შესაბამისი გარემო შეექმნა.
ამჯერად ნანიკომ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც დემენციაზე ისაუბრა.
„ამასაც მოვესწარი…
დღეს მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში.
სასტუმრო „პულმანში“ იმართება პირველი საერთაშორისო კონფერენცია. ნევროლოგები, ფსიქიატრები... და მე ! თემა – დემენცია.
მე, როგორც პირველმა მოქალაქემ, რომელმაც დავიწყე ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი, ჩემს თავზე ავიღე დიდი დარტყმა, არ გავჩერდი და ბოლოს – დავდე პირველი „აგური” ცნობიერების ასამაღლებლად.
საინტერესო მომხსენებლები და თემები
მეც ვილაპარაკე ცოტა, ან ცოტაზე მეტი…“