მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომღერლის გათხოვების შესახებ არაერთი ჭორიც დადიოდა.
ამჯერად თიკა "ინსტაგრამზე" ბავშვობის ვიდეოს ავრცელებს, სადაც "ჯეირანს" მღერის - ამ სიმღერამ მას დიდი პოპულარობა მოუტანა.
„ღმერთო, რა საყვარელი და ლამაზი ხარ. ისე მინდა, ახლა ჩავეხუტო ამ პატარა გოგოს და ვუთხრა, რომ საუკეთესო გოგოა და რომ ყველაფერი ძალიან, ძალიან მაგრად ექნება ცხოვრებაში“. – წერს თიკა ჯამბურია.