"ფანატიკურად მიყვარდა ჩემი საქმე, ბევრი რამ გადავლახე მის გამო... მაგრამ, გულწრფელად გეტყვით, მე მარტო დავრჩი" - ნანა ფაჩუაშვილი - Marao

"ფანატიკურად მიყვარდა ჩემი საქმე, ბევრი რამ გადავლახე მის გამო... მაგრამ, გულწრფელად გეტყვით, მე მარტო დავრჩი" - ნანა ფაჩუაშვილი

2023-10-04 10:19:11+04:00

„ღვთაებრივი კომედია“, „ხანუმა“, „ჭინჭრაქა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჯაყოს ხიზნები“… ეს იმ სპექტაკლების მცირე ჩამონათვალია, რომლებშიც ნანა ფაჩუაშვილმა კარიერის დაწყებიდან დღემდე ითამაშა. მდიდარია მისი ფილმოგრაფიაც - სხვადასხვა დროს მთავარი თუ მეორეხარისხოვანი როლი არაერთ ცნობილ ფილმში შეასრულა. მსახიობი ამჯერად თეატრისა და მისი საქმისადმი დიდ სიყვარულზე საუბრობს: 

"ფანატიკურად მიყვარდა ჩემი საქმე. თეატრი იოლი რამ არ არის. ჩემი თაობიდან სულ მარტო დავრჩი - თეატრში პარტნიორი აღარ მყავს. ეს ძალიან დასანანია. ზოგი ვერ უძლებს იმ კანონებსა და ატმოსფეროს, რაც თეატრშია" - ამბობს მსახიობი.