ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის რამდენიმე ქორწილი ვიხილეთ. ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი 2011 წელს დაქორწინდნენ. პრიცი ჰარი და მეგან მარკლი კი 2018 წელს. ქორწილებს ჰქონდათ რამდენიმე ძირითადი მსგავსება, მაგრამ მთლიანობაში საკმაოდ განსხვავებული იყო.
გზა საკურთხევლამდე
კემბრიჯის ჰერცოგინია საკურთხეველთან მამამ, მაიკლ მიდლტონმა მიიყვანა. მეგანის მამა კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვილის ქორწილს ვერ დაესწრო, ამიტომ გზის გარკვეული ნაწილი მარტომ გაიარა, საკურთხეველთან კი პრინცმა ჩარლზმა მიაცილა.
საქორწინო ტორტები
პრინც უილიამის და ქეითის საქორწინო ტორტი ფიონა კერნსმა დაამზადა. ჯამში ის $160,000 ღირდა.
ჰარიმ და მეგანმა კლერ პტაკის მიერ დამზადებული ტორტი აირჩიეს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, $60,000-დან $75,000-მდე ღირდა.
ორი დიადემა
ქორწილში ქეითს კარტიეს დიადემა ეკეთა, რომელიც დედოფალ ელიზაბეტ II-ს 18 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად აჩუქეს. დედოფალს ეკუთვნოდა მეგანის დიადემაც. Diamond Bandeau Tiara 1932 წელს შეიქმნა. ქორწილის დღეს მეგანმა საფირონის ქვა ბრილიანტით შეცვალა.
ნიშნობის ბეჭდები
ნიშნობის ბეჭედი, რომელიც პრინცმა უილიამმა კეიტ მიდლტონს აჩუქა, ერთ დროს უილიამის გარდაცვლილ დედას, პრინცესა დიანას ეკუთვნოდა. ახლა ის 400 000 დოლარად არის შეფასებული.
მეგანის ნიშნობის ბეჭედიც პრინცესა დიანას ძვირფასეულობის ნაწილია. მისი ღირებულება 350 000 დოლარს შეადგენს.
საქორწინო კაბა
კემბრიჯის ჰერცოგინიამ ქორწილისთვის სარა ბარტონის მიერ შექმნილი კაბა შეარჩია. კაბა დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რადგან ტრადიციისა და თანამედროვე ელეგანტურობის შერწყმა. მისი 450 000 დოლარია.
სასექსის ჰერცოგინიას ქორწილის დღეს ჟივენშის სადა აბრეშუმის კაბა ეცვა.