კუზანოვების ოჯახს საქართველოში ბევრი იცნობს. ცნობილი ექიმები საზოგადოებაში დიდი პოპულარობითა და პატივისცემით სარგებლობენ. ოჯახის ყველაზე უმცროსმა წევრებმა, გუგა კუზანოვისა და ნინო ნადირაძის შვილებმა ბაიამ და ივამ, ოჯახის ტრადიცია გააგრძელეს და ექიმობა გადაწყვიტეს. ბაია ხშირად აქვეყნებს ოჯახის წევრებთან ერთად გადაღებულ კადრებს. განსაკუთრებულ სიყვარულს კი მისი შვილი, უსაყვარლესი ალექსანდრე იმსახურებს, რომელიც ბებია-ბაბუასთან დიდ დროს ატარებს.
ამჯერად ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ქმართან, გუგა კუზანოვთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.