იზაბელა როსელინი ცნობილ ოჯახში დაიბადა. მისი დედა ინგრიდ ბერგმანი შვედი მსახიობი და ჰოლივუდის ლეგენდა იყო. მამა, რობერტო როსელინი კი - იტალიელი რეჟისორი. როგორც ცნობილია, რობერტოს განსაკუთრებით უნდოდა, რომ მისი შვილი კინოვარსკვლავი გამხდარიყო. თუმცა იზაბელას ახალგაზრდობაში ოჯახური ტრადიციის გაგრძელებაზე არც კი უფიქრია.
პირველად დიდ ეკრანზე 24 წლის ასაკში გამოჩნდა. დედასთან ერთად ფილმში "დროის საკითხი" ეპიზოდური როლი შეასრულა. რეჟისორები თავდაპირველად მას დედას ადარებდნენ და ამბობდნენ, რომ მისი და ინგრიდის შესრულება ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდებოდა. იზაბელა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცნობილი დედის ჩრდილში იყო, რამაც გაანაწყენა და თავი სამოდელო ბიზნესს მიუძღვნა.
კარიერის მანძილზე როსელინს მრავალ ცნობილ ფოტოგრაფთან უმუშავია. 1982 წელს როსელინი ფრანგული კოსმეტიკური ბრენდის, ლანკომის, ექსკლუზიური სპიკმოდელი გახდა. მოგვიანებით კი 43 წლის მოდელი ბრენდიდან ასაკის გამო გაათავისუფლეს.
ცოტა ხნის წინ, როსელინი "ვოგის" გარეკანზე გამოჩნდა. ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ასაკზე ისაუბრა:
„გამოვიყურებოდე ასაკზე ახალგაზრდულად, ჩემთვის დამამცირებელია, ეს წინასწარ წაგებული ომია“ - ამბობს როსელინი.