ლიზა ყენია ყველასთვის საყვარელი მომღერლის, მაია ჯაბუას ქალიშვილია. ისევე, როგორც მაია, ლიზაც ბავშვობიდან მღერის და ხალხის სიყვარული და ყურადღება მანაც პატარა ასაკიდან დაიმსახურა.
რამდენიმე თვეა, რაც ლიზა ყენია საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. იქ მეუღლესთან, გიორგი რაზმაძესთან ერთად ცხოვრობს და საკუთარ ყოველდღიურობას მეგობრებსა და გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ლიზა ამერიკაში აქტიურად ზრუნავს კარიერულ განვითარებაზე და სულ ახლახან მან სასცენო სახელით Elizabeth Frisky ახალი მუსიკალური ალბომი დააანონსა.
ამჯერად ლიზა სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოს აქვეყნებს და ულამაზეს სიმღერას მონატრებულ დედას, მაია ჯაბუას უძღვნის: