"რა სასაცილოა გენეტიკა... პატარა მე" - ანასტასია ბენდუქიძე შვილის, უსაყვარლესი ალექსანდრეს ვიდეოს აქვეყნებს - Marao

"რა სასაცილოა გენეტიკა... პატარა მე" - ანასტასია ბენდუქიძე შვილის, უსაყვარლესი ალექსანდრეს ვიდეოს აქვეყნებს

2023-10-06 10:15:30+04:00

ეკონომიკის ექსმინისტრის, კახა ბენდუქიძის შვილი ანასტასია ბენდუქიძე საზოგადოებამ მამის გარდაცვალების შემდეგ გაიცნო. ანასტასია სანამ მამის გვარზე ოფიციალურად გადავიდოდა, და ეს კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, გონჩაროვას გვარს ატარებდა.

სკანდალური სასამართლო პროცესების შედეგად, რომლებზეც უცხოური მედიაც აქტიურად წერდა, ლონდონის სასამართლოში ანასტასიამ დაამტკიცა, რომ ის მართლაც კახა ბენდუქიძის შვილი იყო და ამის შემდეგ მიიღო კიდეც მემკვიდრეობა.

ანასტასია ბენქუდიძე ოჯახთან ერთად საქართველო ცხოვრობს. მან 2017 წელს  ბიზნესმენ ივანე მხეიძეზე იქორწინა, წყვილმა ქორწილი საბერძნეთში, მეგობრებისა და ახლობლების თანხლებით გადაიხადა. 2020 წელს ანასტასიასა და ივანეს შვილი შეეძინათ და მათი ცხოვრებაც შეიცვალა:

„6 წლის განმავლობაში, 13 ნოემბერი კალენდარში ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემთვის. ეს იყო დღე, როდესაც კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა და მე სამუდამოდ დავკარგე ჩემი გულის ნაწილი. ბედის ირონია, ეს მაშინ გავიფიქრე, როდესაც ექიმმა შვილის დაბადების თარიღად 13 ნოემბერი დამისახელა. ჩემმა ბიჭმა გადაწყვიტა, 3,5 საათით ადრე მოვლინებოდა სამყაროს. ასე რომ, 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე, ალექსანდრე მხეიძე დაიბადა. 2014 წლის 13 ნოემბერს ჩემი გულის ნაწილი დავკარგე, მაგრამ 6 წლის შემდეგ, ჩემი გული აივსო სიყვარულითა და სიხარულით. დარწმუნებული ვარ, კახა თვალყურს გვადევნებს და შვილიშვილს უღიმის” - წერდა კახა ბენდუქიძის ქალიშვილი.

ამჯერად ანასტასიამ სწორედ შვილის ვიდეო გააზიარა, რომელშიც პატარა იატაკზე წევს და მღერის. 

“რა სასაცილოა გენეტიკა, მინი მე“, – აღნიშნა ანასტასია ბენდუქიძემ.