"გული მტკენია, ჩემამდე ცუდი ხმებიც მოსულა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, მსგავსი რამ გავატარო" - თამუნა ნიკოლაძე - Marao

"გული მტკენია, ჩემამდე ცუდი ხმებიც მოსულა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, მსგავსი რამ გავატარო" - თამუნა ნიკოლაძე

2023-10-06 11:57:18+04:00

მსახიობ თამუნა ნიკოლაძეს არნახული პოპულარობა კომედიურმა სერიალმა - "შუა ქალაქში" მოუტანა, სადაც ქეთევან ღლონტის როლს 10 წლის განმავლობაში თამაშობდა.

 მსახიობი ჟურნალ „გზის“ კითხვას პასუხობს, შეუმჩნევია თუ არა საკუთარი თავის მიმართ ბოროტი ზრახვები ვინმესგან:

„ბოროტება არასდროს მიგრძნია, რადგან საკმაოდ დისტანციური ადამიანი ვარ, თეატრშიც და ეკრანზეც. ურთიერთობაში ზედმეტად გადამლაშება არ მიყვარს. ჩემმა ხასიათმა, დისტანციურობამ და პრინციპულობამ გამოიწვია, რომ არავინ და ვერავინ გადამემტერა. კი, რაღაც მსგავსი ყოფილა, გული მტკენია, ჩემამდე ცუდი ხმებიც მოსულა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, მსგავსი რამ გავატარო და ამაზე არ ვინერვიულო…“ - ამბობს თამუნა ნიკოლაძე.