"სოფია გამოჯანმრთელების გზაზეა" - რა დაემართა და როგორია სოფი ლორენის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ - Marao

"სოფია გამოჯანმრთელების გზაზეა" - რა დაემართა და როგორია სოფი ლორენის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ

2023-10-07 16:21:16+04:00

89 წლის ლეგენდარულ მსახიობს 24 სექტემბერს ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც მედია წერდა, მსახიობი შვეიცარიაში, საკუთარ სახლში წაიქცა და მრავლობითი მოტეხილობის გამო სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.

"ყველაფერი კარგად მიდის. სოფია გამოჯანმრთელების გზაზეა," უთხრა PEOPLE-ს მსახიობის მენეჯერმა, კარლო გიუისტიმ - „რამდენიმეთვიანი რეაბილიტაციაა საჭირო“. მანვე აღნიშნა, რომ მსახიობის ორი ვაჟი, კარლო პონტი უმცროსი და ედოარდო პონტი, დედასთან ერთად იმყოფებიან შვეიცარიაში.

ლორენის ბოლო სამსახიობო როლი იყო 2020 წლის დრამაში The Life Ahead, რომლის რეჟისორი მისი შვილი ედოარდოა.წლების განმავლობაში, მსახიობს არაერთ ინტერვიუში გულწრფელად უსაუბრია სიბერეზე. 

„როცა 20 წლის ვიყავი, არ მეგონა, რომ 80 წლამდე ვიცოცხლებდი. როდესაც სარკეში ვიყურები, გარეგნობაზე ყურადღებას აღარ ვამახვილებ. ახლა უფრო ის მაინტერესებს რამდენად მშვიდად ვარ, ან რამდენად უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს - ჩემს ასაკში ეს უფრო მნიშვნელოვანია“ - აღნიშნავდა მსახიობი.