„ყველაფერი დავკარგე: ჩემი ფული, შვილის მეურვეობა, კარიერა, ამაზე პირველად ვსაუბრობ" - შერონ სტოუნის ცხოვრების ყველაზე რთული მომენტები და ადამიანი, რომელიც მუდად გვერდით ედგა - Marao

„ყველაფერი დავკარგე: ჩემი ფული, შვილის მეურვეობა, კარიერა, ამაზე პირველად ვსაუბრობ" - შერონ სტოუნის ცხოვრების ყველაზე რთული მომენტები და ადამიანი, რომელიც მუდად გვერდით ედგა

2023-10-07 16:24:25+04:00

ფილმის „ძირითადი ინსტინქტის“ მსახიობი 43 წლის ასაკში იძულებული გახდა კარიერაში პაუზა აეღო. 2001 წელს შერონმა ინსულტი გადაიტანა, რის გამოც იგი საავადმყოფოში ცხრა დღე დარჩა. საბედნიეროდ, ექიმებმა ჰოლივუდის ვარსკვლავის გადარჩენა მოახერხეს. 

სტოუნმა დაკარგა არა მხოლოდ კარიერა, არამედ ოჯახიც. სამი წლის შემდეგ მისმა ქმარმა ფილ ბრონშტეინმა განქორწინება მოითხოვა და თან წაიყვანა მათი ნაშვილები ვაჟი როანი. იმ მომენტში მას მხოლოდ ერთმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

„მამაჩემი ყოველთვის გვერდში მედგა. ყველაფერი დავკარგე: ჩემი ფული, შვილის მეურვეობა, კარიერა. დავკარგე ყველაფერი, რაც ადამიანად გხდის და ეს შენი ცხოვრებაა“ - აღიარა სტოუნმა.

მსახიობს სრულ გამოჯანმრთელებას შვიდი წელი დასჭირდა. შერონმა გაიხსენა, თუ როგორ ჰქონდა რეაბილიტაციის ადრეულ ეტაპებზე მეხსიერების პრობლემები. მისი თქმით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ფილმებში გადაღებაზეც უარს ეუბნებიან. 

"რვა საათი მჭირდება უწყვეტი ძილი, რომ წამლებმა იმუშაონ და კრუნჩხვები არ მქონდეს. ასე რაც იმას ნიშნავს, რომ მუშაობას ხშირად ვერ ვახერხებ. უამრავი რამის გადატანა მომიწია ბოლო 22 წლის განმავლობაში. ამაზე ღიად პირველად ვსაუბრობ“ - ამბობს შერონი.