"14 წლის ბავშვს 21-ე საუკუნეში თოჯინასავით გასართობად რომ გაატან პირუტყვს, ეს არის ერთი მხრის მიერ ბავშვის გაყიდვა, მეორე მხრის მიერ ბავშვის გატაცება“ - ნათია ფანჯიკიძე - Marao

"14 წლის ბავშვს 21-ე საუკუნეში თოჯინასავით გასართობად რომ გაატან პირუტყვს, ეს არის ერთი მხრის მიერ ბავშვის გაყიდვა, მეორე მხრის მიერ ბავშვის გატაცება“ - ნათია ფანჯიკიძე

2023-10-07 09:47:19+04:00

საგარეჯოში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ქმარმა 14 წლის ცოლი მოკლა, სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება:

„14 წლის ბავშვს 21-ე საუკუნეში თოჯინასავით გასართობად რომ გაატან პირუტყვს, ეს არის ერთი მხრის მიერ ბავშვის გაყიდვა, მეორე მხრის მიერ ბავშვის გატაცება. ძალიან მკაცრი უნდა იყოს სასჯელი ყველას მიმართ, რომ ასეთი კოშმარი აღარასდროს მოხდეს. განა სრულწლოვან ადამიანებს არ ემართებათ უბედურება, მაგრამ ზრდასრულს რაღაც შანსი მაინც აქვს, მოიფიქროს რამე და თავი დააღწიოს თავის ჯოჯოხეთს. 14 წლის მოზარდს საერთოდ არ გააჩნია რაიმე გამოცდილება და თვითგადარჩენის სტრატეგიები,“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.