"დღე, როცა უბედურება დატრიალდა ჩვენს ოჯახში. ამაზე ძლიერი ტკივილი არ არსებობს" - ჯანეტ ქერდიყოშვილი უმცროსი დის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ წერს - Marao

"დღე, როცა უბედურება დატრიალდა ჩვენს ოჯახში. ამაზე ძლიერი ტკივილი არ არსებობს" - ჯანეტ ქერდიყოშვილი უმცროსი დის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ წერს

2023-10-07 16:47:23+04:00

ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს მათი შვილი ანნა.

ამჯერად ჯანეტი მისი ოჯახისთვის ტრაგიკულ დღეს იხსენებს, როცა მისი მცირეწლოვანი და უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა: "დღე, როცა უბედურება დატრიალდა ჩვენს ოჯახში. ამაზე ძლიერი ტკივილი არ არსებობს. ჩემი დაიკო, ჩემი ანგელოზი" - წერს ჯანეტი. 

"მე და დედა ქა­ლაქ­ში გა­ვე­დით, ანე­ტას­თან კი ჩემი ძმა დარ­ჩა. თურ­მე ის მა­ღა­ზი­ა­ში, ტკბი­ლე­უ­ლის სა­ყიდ­ლად ჩა­სუ­ლა, ამ დროს კარ­ზე ვი­ღა­ცას ზარი და­უ­რე­კავს და ანე­ტას ფან­ჯა­რა­ში გა­და­უ­ხე­დავს, რომ ძმის­თვის და­ე­ძა­ხა, მაგ­რამ რო­გორ ჩანს, წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა და გად­მო­ვარ­და.

დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის შემ­დეგ თავს მარ­თლაც, ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა. ანე­ტა დედ­მა­მიშ­ვი­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა იყო და ძა­ლი­ან ვა­ნე­ბივ­რებ­დით. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ "მის მსოფ­ლი­ოს" კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი ვთქვი, მაგ­რამ ბო­ლოს, ისევ მის გამო გა­ვემ­გზავ­რე: გა­ვიხ­სე­ნე, თუ რო­გორ იკე­თებ­და ჩემს ლენტს, რო­მელ­ზეც "მის სა­ქარ­თვე­ლო" ეწე­რა; ამ­ბობ­და, - მე ვარ ანე­ტა ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი, "მის სა­ქარ­თვე­ლოო". მე­კი­თხე­ბო­და, - ინ­გლის­ში რომ წახ­ვალ, ტე­ლე­ვი­ზორ­ში ხომ გნა­ხა­ვო? მთხოვ­და, კონ­კურ­სზე წა­სულს ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან მის­თვის ხელი და­მექ­ნია...

დღემ­დე არ მჯე­რა, რომ ჩემი და­ი­კო ჩემ გვერ­დით აღა­რაა" - იხსენებდა ჯანეტ ქერდიყოშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.