ახალგაზრდა ქართველი მოდელი მარიშა გვიდანი 15 წლის ასაკში გარდაიცვალა - რა გახდა გარდაცვალების მიზეზი - Marao

ახალგაზრდა ქართველი მოდელი მარიშა გვიდანი 15 წლის ასაკში გარდაიცვალა - რა გახდა გარდაცვალების მიზეზი

2023-10-09 10:49:28+04:00

ახალგაზრდა ქართველი მოდელი მარიშა გვიდანი 15 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ავტოავარია სახელდება: "ნასვამი მძღოლი დაეჯახა ტროტუარზე... ერთი კვირა აპარატზე იყო მიერთებული... 15 წლის იყო, საოცარი ხასიათის, უნიჭიერესი..." - წერენ სოციალურ ქსელში.

მარიშა გვიდანი ქართული მოდის ახალი სახე იყო და ამ სფეროში მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მან გასულ წელს George Keburia-ს 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.