9-15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

9-15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2023-10-09 11:24:39+04:00

ვერძი

ხანდახან ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ყველაფერი თავად უნდა გააკეთო, თითქოს შენზეა დამოკიდებული, იყო საკუთარი თავის გულშემატკივარი, ადვოკატი და მფარველი. შენი ცხოვრება სავსეა ადამიანებით, რომლებიც შენზე ზრუნავენ, მაგრამ როცა საქმე საქმეს ეხება, ეჭვი გეპარება, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი შეგიძლია გქონდეს. ამ კვირაში ითხოვეთ დახმარება, რომელიც გჭირდებათ და მიიღეთ დახმარება, რომელსაც გთავაზობენ. სხვა ადამიანები ვერ მოგიგვარებენ ყველა პრობლემას, მაგრამ ისინი გვერდში დაგიდგებიან.

კურო

თქვენ ირგვლივ ხედავთ ადამიანებს, რომლებიც დარწმუნებულნი არიან თავიანთ გადაწყვეტილებებსა და ცხოვრების მიზნებში. გრძნობთ, რომ მათ ჩამორჩებით. მაგრამ ამ კვირაში შესაძლებელია იპოვოთ ის სიცხადე, რასაც ეძებდით. თუ თქვენ განაგრძობთ პასუხების ძიებას ცნობისმოყვარე, ღია გონებით, მაშინ სამყარო (და თქვენი ადგილი მასში) კვლავ იპოვის აზრს.

ტყუპები

არიან ადამიანები, რომლებიც არ ლაპარაკობენ მანამ, სანამ არ დარწმუნდებიან, რისი თქმაც სურთ. თქვენ საპირისპირო ხართ: თქვენ მიდრეკილნი ხართ აკეთოთ საუკეთესო, იფიქროთ ხმამაღლა…  ამ კვირაში თქვენს სიტყვებს იმაზე მეტი ძალა ექნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. თქვენს გრძნობებზე საუბრებმა შეიძლება გამოიწვიოს ახალი ურთიერთობები. თქვენი ოცნებების გახმოვანებამ შეიძლება გამოიწვიოს მოულოდნელი შესაძლებლობები. საკუთარი თავის გამოხატვამ შეიძლება შეცვალოს თქვენი ცხოვრება.

კირჩხიბი

თქვენ მუდმივად გეუბნებიან, რომ პრიორიტეტად მიიჩნიოთ „წარმატება“, ანუ სიმდიდრე, კარიერის ზრდა, აღიარება. თუმცა ამ კვირაში სამყარო შეგახსენებთ, რომ თქვენ გაქვთ სხვა (შესაძლოა უფრო დიდი) პრიორიტეტები - ადამიანები. მთავარია გადაწყვიტოთ, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მიიღოთ თქვენი გადაწყვეტილებები ამის გათვალისწინებით.

ლომი

ამ კვირაში თქვენი რუტინები შეფერხდება. თუ ზედმეტად დიდ მოლოდინებს დაამყარებთ საკუთარ თავზე, იმედგაცრუებული იქნებით. თუ საკმარისად მამაცი იქნებით, შეცვალოთ თქვენი გეგმები და აზრი, საბოლოოდ კმაყოფილი დარჩებით.

ქალწული

ამ კვირაში ცვლილებები გელით. შეგიძლიათ სიახლე შეიტანოთ იმიჯში ან სახლის ინტერიერში. მთავარია გახსოვდეთ, რომ აუცილებლად მოერიდოთ კონფლიქტებს. 

სასწორი 

არ შეგეშინდეთ საკუთარი აზრის გამოხატვის. ამ კვირაში წარმატება გელით საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეცადეთ, ერთმანეთს შეუთავსოთ სამსახური და პირადი ცხოვრება - ასე კონფლიქტს აირიდებთ თავიდან. 

მორიელი

ამ კვირაში ჩვეულებრივზე მეტად მგრძნობიარე იქნებით. კეთილი სიტყვები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ კვირის განმავლობაში კარგი განწყობა შეგინარჩუნდეთ. გაითვალისწინეთ, რომ დრო გაატაროთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც ენდობით.

მშვილდოსანი

ამ კვირაში დამატებითი ძალისხმევით მოძებნეთ ადამიანები, რომლებიც შემოგიერთდებიან თქვენს თავგადასავალში. მეგობრებთან საინტერესო საუბრები გელით. 

თხის რქა

ამ კვირაში წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა მოგიწევთ - ამისთვის მზად უნდა იყოთ. არ შეუშინდეთ სირთულეებს - იყავით უფრო გამბედავი. დაიმახსოვრეთ, სხვისი იმედი ნუ გექნებათ, საკუთარ თავს დაეყრდენით. 

მერწყული

კარიერაში წარმატება გელით, მაგრამ კარგად დაფიქრდით, რჩევები ახლობლებსაც ჰკითხეთ და ისე გადაწყვიტეთ. რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან. 

თევზები

ამ კვირაში მაქსიმალურად მოერიდეთ პირად ურთიერთობებში დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას - ეს შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ.