ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი და ეკა მამალაძის ქალიშვილი ნატალია ქუთათელაძე 2021 წელს პირველი შვილის დედა გახდა. მას და მის რჩეულს, აჩიკო ჯაფარიძეს, ბიჭი, სახელად სანდრო შეეძინათ. როგორც ნანი ბრეგვაძე აღნიშნავს, პატარა სანდრო მამას ჰგავს.
ნატალია ბავშვის ფოტოებს საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებს, მათგან კი უამრავ თბილ კომენტარს და სურვილს იღებს. როგორც ამბობს, ძიძა არ ჰყავს და ბავშვთან ყველაზე დიდ დროს თავად ატარებს. ამიტომ მისი ასეთი აქტიურობა გასაკვირი არც არის.
ამჯერად ნატალია გადაცემა „ჩვენს ოჯახს“ ესტუმრა, სადაც კარიერაზე, ჩილეში ყოფნასა და დედობაზე ისაუბრა:
„სანდროც იყო ჩილეში. ყველაზე დიდი დრო, ენერგია და ჩემი ემოცია დაიხარჯა იმაზე ფიქრში, რა მეშველება, ამხელა გზაზე სანდროსთან ერთად, როგორ წავიდოდი და წამოვიდოდი. საბედნიეროდ, სანდრომ არ გვაწვალა, 15-საათიანი ფრენის დროს ეძინა. რასაკვირველია, რთული იყო, მაგრამ ჩემი ქმარი, ასევე, მისი უფროსი ქალიშვილი ანა ძალიან გვეხმარებოდნენ, რისთვისაც მადლობას ვუხდი.
მრავალფეროვანი და საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვისაც, სანდროსთვისაც.. როდესაც ასეთი პროფესია გაქვს, რომ სულ გიწევს მოგზაურობა 2 ან 3 თვის განმავლობაში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თუ არსებობს ერთი ადამიანი მაინც, რომელიც ხელს შეგიწყობს, ყველაფერი შესაძლებელია.
პირველად ნანისთან ერთად გასინჯა ტკბილი კანფეტი... ნანის ფიგურა, ზოგადად, არა როგორც ნანი ბრეგვაძე, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის, და ხანდახან დედას ვეძახი, მისი სანდროსთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სანდროს ზუსტად იგივე გრძნობა აქვს ნანის მიმართ..
ნანის სითბოს გამოხატვის საოცარი უნარი აქვს, თავიდან ბოლომდე სანდროსია, სულ რაღაცას უყვება, ეფერება..." - ამბობს ნატალია ქუთათელაძე.