ნანუკა ჟორჟოლიანის შვილს, მარიამ გეგუჩაძეს, საზოგადოების ნაწილი კარგად იცნობს. პოპულარული დედის მსგავსად, მარიამსაც აქტიური ცხოვრების სტილი აქვს და ტელეეკრანებზეც ხშირად ჩნდება. მარიამ გეგუჩაძემ რამდენჯერმე ტელეწამყვანის ამპლუაც მოირგო და თანამოაზრესთან, ნოდარ რუხაძესთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ საუბრობდა.
ამჯერად მარიამი იუბილარია - ის 26 წლის გახდა. ნანუკა ჟორჟოლიანი შვილს დაბადების დღეს "ინსტაგრამზე" ულოცავს. 

