„მადლობა ყველაფრისთვის, ყველაზე ბედნიერი მინდა იყო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - დათუნა მგელაძისა და ნინო ფუტკარაძის სიყვარულის ისტორია და ოჯახური იდილია - Marao

„მადლობა ყველაფრისთვის, ყველაზე ბედნიერი მინდა იყო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - დათუნა მგელაძისა და ნინო ფუტკარაძის სიყვარულის ისტორია და ოჯახური იდილია

2023-10-09 12:14:13+04:00

დათუნა მგელაძე ფართო საზოგადოებამ წლების წინ ერთ-ერთი მუსიკალური პროექტიდან გაიცნო. დათუნა არაერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ სწორედ მუსიკა დაეხმარა მას ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდის დაძლევაში. როგორც ცნობილია, მუსიკალურ პროექტში მონაწილეობამდე ის ავარიაში მოყვა და ორი წლის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული.

ტელეეკრანზე პირველად გამოჩენისთანავე, დათუნამ უამრავი ადამიანის გული მოიგო, თუმცა ის საკუთარ პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა არასდროს საუბრობდა. სულ ცოტა ხნის წინ მან რჩეულზე, ჟურნალისტ  ნინო ფუტკარაძეზე იქორწინა. დათუნას თქმით, ნინო მეგობრების გარემოცვაში 5 წლის წინ გაიცნო, გრძნობები სიყვარულში სამი წლის წინ გადაიზარდა. კითხვაზე, თუ რით მოხიბლა ნინიმ, დათუნას პასუხი იყო გარეგნობა და თვალები. "თუმცა ურთიერთობისა და დაახლოების ყოველ ეტაპზე სულ უფრო საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩენები იყო", - ამბობს მომღერალი. 

ნინოს თქმით კი, დათუნა განსაკუთრებული, ძალიან ერთგული და სუფთა ადამიანია. თუმცა, სანამ მის თვისებებს გაიცნობდა, მისი ყურადღება მომავალი ქმრის თვალებმა მიიქცია.

"ძალიან ბევრჯერ დავრწმუნდი მის ერთგულებაში. დავრწმუნდი იმაშიც, რომ ძალიან ვუყვარვარ. ზოგადად, დათუნას პიროვნებაში იმდენად ბევრია დადებითი, რომ შეუძლებელია ახლა ყველაფრის ჩამოთვლა", - ამბობს ნინო ფუტკარაძე.

ამჯერად დათუნას მეუღლე ნინო ფუტკარაძე იუბილარია. მომღერალი მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„მადლობა ყველაფრისთვის, ყველაზე ბედნიერი მინდა იყო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. გილოცავ შენს დღეს, მიყვარხარ “. – წერს დათუნა მგელაძე სოციალურ ქსელში.