"ჩვენი გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დატრიალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს მარიშა გვიდანის გარდაცვალებას ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და მეგობრებს...
ეს ანგელოზი ბავშვი შეიწირა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, რომელმაც საგზაო წესების დარღვევის შედეგად, ასე გადაწყვიტა 15 წლის მარიშას ბედი...
ვერცერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ სიმძიმეს და ტრაგედიას, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გრძნობს და განიცდის...
ნათელში ამყოფოს ღმერთმა შენი სული, მარიშა. შენ იყავი ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება და დარჩება ჩვენს გულებში" - წერს სამოდელო სააგენტო Geomodels Agency სოციალურ ქსელში.
ახალგაზრდა ქართველი მოდელი მარიშა გვიდანი 15 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ავტოავარია სახელდება: "ნასვამი მძღოლი დაეჯახა ტროტუარზე... ერთი კვირა აპარატზე იყო მიერთებული... 15 წლის იყო, საოცარი ხასიათის, უნიჭიერესი..." - წერენ სოციალურ ქსელში.
მარიშა გვიდანი ქართული მოდის ახალი სახე იყო და ამ სფეროში მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მან გასულ წელს George Keburia-ს 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.