2024 წელი მწვანე დრაკონის წელია, ის ფიზიკურ და სულიერ ზრდას განასახიერებს, ამიტომ იღბალი და წარმატება თავდაჯერებულ ადამიანების მხარესაა.
2024 წელი ვერძებს პოზიტიური ენერგიითა და ძალებით სავსე მშვენიერ პერიოდს გპირდებათ. მარსი, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მბრძანებელი, ამაღლდება და გამბედაობითა და ენთუზიაზმით დაგმუხტავთ. სურვილები აგისრულდებათ და მიიღებთ ახალ შესაძლებლობებს, ეს თქვენი სულიერი განვითარების პერიოდია. წლის ბოლოს მოსული გარკვეული გამოწევები ახალ ცოდნასა და სიმწიფეს გპირდებათ, რათა ჩამოაყალიბოთ სწორი გეგმები მომავალთან და ცხოვრებასთან დაკავშირებით. ეს წელი ასევე გაგიუმჯობესებთ პირად ურთიერთობებს პარტნიორთან თუ მეუღლესთან. ეს იქნება ბოლო წელი თქვენი მარტოობისთვის. ვენერასა და იუპიტერის ძლიერი გავლენის ქვეშ შეძლებთ პარტნიორის მხარდაჭერას და პოზიტიური ურთიერთობის უპირატესობებით სარგებლობას, 2024 წლის სასიყვარულო პროგნოზი მიუთითებს, რომ სატურნის გავლენით თქვენში ბობოქარი ბუნებაც იღვიძებს, რაც ერთობ საფრთხილო თემაა პირადი ურთიერთობებისთვის.
2024 წელს კუროებს ახალი სწავლებები და მიღწევები გელით თქვენს პირად, პროფესიულ და ფინანსურ სივრცეში. შეძლებთ აისრულოთ დიდი ხნის ოცნებები და შეასრულოთ ყველა სამომავლო გეგმა, რაც აქამდე გქონიათ. ასევე გექნებათ შესაძლებლობები საზღვარგარეთიდან, სამსახურში დაწინაურება და შემოსავლის ზრდა. ეს წელი კუროებს სიყვარულში წინსვლასაც გპირდებათ, წინ წახვალთ განახლებული ვალდებულებითა და რესურსებით, იუპიტერისა და მარსის მხარდაჭერით. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, საუკეთესო პერიოდი გელოდებათ მაისიდან, ფულს მოახმართ საყვარელ ადამიანებს, რაც მეტად დაგაახლოებთ ერთმანეთთან. მათ, ვისაც ოჯახი და შვილები გყავთ, ეს წელი ჰარმონიასა და ურთიერთგაგებას გპირდებათ.
ტყუპები - 2024 წელი საოცარ იღბალს მოგიტანთ, რაც შთაგაგონებთ რაიმე სიახლის გაკეთებაში ან იმის ასრულებაში, რასაც მრავალი წლის განმავლობაში აპირებდით. ეს წელი არაჩვეულებრივი შანსია მოგზაურობების დასაგეგმად, განსაკუთრებით კი მაისის შემდგომ პერიოდში. კარგი წელი იქნება პარტნიორთან/მეუღლესთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დასალაგებლად. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა ვინმეს შეხვდეთ ან ძველი პარტნიორი კვლავ შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. 2024 წლის პირველი ნახევარი უზრუნველყოფს პოზიტიურ და პროგრესულ შედეგებს თქვენი კარიერის, პირადი ურთიერთობებისა და ფინანსების მიმართულებით - ყველაფერი კი კეთილგანწყობილი იუპიტერის გავლენაა. რაც შეეხება წლის მეორე ნახევარს, ამ დროს შესაძლოა კონფლიქტებმა და დაძაბულობამ იმატოს.
კირჩხიბებისთვის ეს წელი ქაოსურად შეიძლება დაიწყოს, მაგრამ აპრილის შემდეგ შესანიშნავი პერიოდი იქნება, რადგან თქვენ გააფართოვებთ პროცესს ეტაპობრივი წინსვლისთვის თქვენს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში. ეს თქვენი პიროვნული და სულიერი განვითარების წელია. ეს განსაკუთრებულად კარგი წელია, თუ თქვენ მუშაობთ სამთავრობო სამსახურში, ასევე, თუ თქვენ ხართ პოლიტიკაში, შეგიძლიათ გქონდეთ ბევრი ახალი და საინტერესო გამოწვევა. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, წლის პირველი ნახევარი სტაბილურ გარემოს გპირდებათ, თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ მარსს შეუძლია გააძლიეროს თქვენი იმპულსურობა 2024 წელს და შესაძლოა გიბიძგოთ, იდომინიროთ პარტნიორზე თქვენი სურვილების ასასრულებლად, ეს კი იმოქმედებს თქვენი ურთიერთობის ხარისხზე. ასე რომ, იყავით ყურადღებით.
2024 წელი იღბლიანი წელია ლომისთვის - ეს წელი დაგეხმარებათ, შეისრულოთ დიდი ხნის ოცნებები, რაც მოგიტანოთ წინსვლის შესაძლებლობას კარიერაში, ფინანსებსა და ურთიერთობებში. ვენერა და იუპიტერი გააძლიერებს თქვენს სასიყვარულო/ოჯახურ ურთიერთობებს. შესაძლოა, წელს დაქორწინდეთ საყვარელ ადამიანზე. ბევრი წარმატების მიუხედავად, გარკვეული პერიოდით, მოემზადეთ უეცარი წარუმატებლობისთვისაც. ასევე, შეიძლება იყოს გარკვეული დისტანცია მეუღლესთან/პარტნიორთან 2024 წლის ბოლოს. მოერიდეთ ხისტ გამონათქვამებსა და კრიტიკას.
ქალწულებს 2024 წელი ბევრ იღბალსა და ახალ შესაძლებლობას მოუტანს, დაგეხმარებათ ახალი საინტერესო კონტაქტების დამყარებაში. წელს იღბალი თქვენ მხარესაა. ახალი კონტაქტები სახელის მოხვეჭაში დაგეხმარებათ, რაც თქვენს ავტორიტეტულობას მეტად გაზრდის. თუ დასაქმებული ხართ, შეგიძლიათ ელოდოთ დაწინაურებას ან ხელფასის ზრდას - იუპიტერი თქვენს მხარესაა. წელს სიყვარულში უფრო გულღია იქნებით, თუ ვინმე შეგიყვარდათ, ნუ გადადებთ მისთვის თქვენი გრძნობის გაზიარებას, რადგან შეგიძლიათ დადებით პასუხს ელოდოთ. ვენერა დაგეხმარებათ გამოასწოროთ თქვენი შეცდომები და იმუშაოთ საკუთარ თავზე.
2024 წელი სასწორებისთვის აურზაურით დაიწყება, მაგრამ მალეე ყველაფერი დადებითი კუთხით წარიმართება, თქვენ იგრძნობთ გარშემომყოფების მხარდაჭერასა და სიყვარულს, პატივისცემას. ეს წელი საინტერესოა ახალი აღმოჩენებისა და მოგზაურობებისთვის, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ეცადეთ, დაგეგმოთ ყველაფერი. საბოლოოდ, სასწორებისთვის ეს წელი სიყვარულითა და რომანტიკით სასვე პერიოდს მოასწავლებს.
მორიელის ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული ადამიანები წელს აღიარებას მოიპოვებენ სამსახურში და კარიერაში, იქნება ბევრი დაწინაურება და ხელფასის მკვეთრი ზრდაც. გაჩნდება შემოსავლის ახალი, მოულოდნელი წყაროები. მოერიდეთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ბრაზითა და სიჯიუტით იქნება განპირობებული. მორიელის სასიყვარულო პროგნოზი წელს ბევრ გარდატეხასა და დაბნეულობას მოასწავლებს, შესაძლოა გაგიჭირდეთ წარსულისა და აწმყოს ბალანსი სიყვარულის თვალსაზრისით. მაგრამ, თუ თქვენ ეძებთ გრძელვადიან ურთიერთობას, ეს თქვენი შანსია.
შრომისმოყვარეობა და იღბალი მშვილდოსნებს 2024 წელში ბევრს წარმატებას გპირდებათ. გარემოს შეცვლამ შეიძლება უკეთესი იღბალი მოგიტანოთ, რაც სატურნის პოზიციაზე მიუთითებს. იუპიტერის მხარდაჭერა მოგიტანთ აღიარებას და პროფესიულ ზრდას. ეს წელი ასევე მოგიტანთ სასიყვარულო/ოჯახური კავშირის გაძლიერების შესაძლებლობებს. ბოლო კვარტალი შეიძლება გახდეს ცოტა რთული. ამ წელს მოგზაურობები საინტერესო იქნება თქვენი კარიერული წინსვლისთვისაც, შესაძლოა უცხოეთიდან მიიღოთ სხვადასხვა გამოწვევა.
თხის რქებს ეს წელი მეტად თავდაჯერებულს გაგხდით, მოგცემთ რწმენას საკუთარი თავის, მომავლისა და შესაძლებლობების შესახებ. თქვენი ცხოვრება როგორც ფინანსურად, ასევე პირადი ცხოვრების თვალსაზრისით მეტად წინ წავა. 2024 წელი ასევე გაფანტავს ყველაფერს, რაც თქვენში სტრესსა და დაძაბულობას იწვევს, თქვენ შეძლებთ დაასრულოთ აქამდე დაპაუზებული გეგმები. გარდა ამისა, წარსული წყენისა და გაუგებრობის გამო ნებისმიერი არეულობა გაქრება წელს და ჰარმონია თქვენი ერთგული მეგობარი გახდება. იყავით ღია თქვენი პიროვნების ახალი ასპექტების შესასწავლად და 2024 წელს ზრდისთვის. ფაქტობრივად, სატურნს შეუძლია თქვენი კომფორტის ზონიდან გაყვანა, რაც შესაძლებლობას გაძლევთ, სცადოთ რაღაც ახალი. თქვენ შეისწავლით ახალ ჰობს, მიჰყვებით განსხვავებულ მიდგომას რომანტიკის მიმართ ან დაგეგმავთ სათავგადასავლო მოგზაურობებს თქვენს პარტნიორთან ერთად. ფრთხილად იყავით თქვენი ხისტი დამოკიდებულებებისა და სიტყვების მიმართ, რადგან ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს თქვენს ზოგიერთ ურთიერთობაზე.
მერწყულებისთვის 2024 წელი დიდი შვების მომტანი იქნება, თქვენ შეძლებთ დაუსრულებელი დავალებების შესრულებას. იუპიტერისა და სატურნის ძლიერი გავლენა დადებითად იმოქმედებს თქვენს გადაწყვეტილებების მიღებაზე, კარიერასა და ურთიერთობებში. იქნება არაერთი დატვირთვა, მაგრამ ეს მხოლოდ დაგეხმარებათ წარმატების ზრდაში. 2024 წელი იქნება მშვენიერი პერიოდი თქვენი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, განსაკუთრებით კი, პირველი ნახევარი. თქვენ შეძლებთ გააძლიეროთ თქვენი ურთიერთობა და გადააქციოთ ის გრძელვადიან ვალდებულებად, როგორიცაა ქორწინებაა. მათთვის, ვინ ჯერ კიდევ მარტოა, ეს წელი ნამდვილი სიყვარულის შეხვედრის წელია.
დაბოლოს, რას ჰპირდება თევზებს 2024 წელი? თქვენ შეძლებთ მიიღოთ გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებები, ინვესტიციები და დზოგოთ ფული და კმაყოფილი იყოთ თქვენი ოჯახური ცხოვრებითა და ურთიერთობებით. ამ ყველაფერს 2024 წლის პირველ კვარტალში, ფაქტობრივად, იუპიტერის მხარდაჭერით მიაღწევთ, ხოლო თქვენი გამბედაობა და გამძლეობა მარსის და სატურნის გავლენის ქვეშ გაძლიერდება. ამავდროულად, თქვენ მოგიწევთ თქვენი სიბრაზის კონტროლი. 2024 წელი მოგიტანთ კარგ პროფესიულ რეპუტაციას.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ