სუზან სარანდონი 1946 წლის 4 ოქტომბერს, ნიუ-იორკში დაიბადა. დაამთავრა ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტი, სწავლის დამთავრებიდან მალევე შედგა მისი სამსახიობო დებიუტი ფილმში „ჯო“ (1970).
პირველი ოსკარის ნომინაცია ფილმისთვის Atlantic City (1980) მოიპოვა. თუმცა, კარიერაში გარდამტეხი მომენტი ფილმის The Witches of Eastwick (1987) გამოსვლის შემდეგ დადგა.
სარანდონმა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი როლი შექმნა ფილმში Thelma and Louise (1991), რომელშიც მონაწილეობა ჯინა დევისთან ერთად მიიღო. ლუიზის როლმა მას კიდევ ერთი ნომინაცია მოუტანა აკადემიის ჯილდოზე. სარანდონი კიდევ ორჯერ იყო ნომინირებული ფილმებისთვის Lorenzo's Oil (1992) და The Client (1994). მაგრამ კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო საბოლოოდ, 1995 წელს, Dead Man Walking - ში შესრულებული როლის შემდეგ მოიპოვა.
წარმატებული კარიერის მიუხედავად, სუზან სარანდონის სახელი არამხოლოდ უბადლო ნიჭითან და სილამაზესთან, არამედ გამორჩეულ სტილთანაც ასოცირდება. მსახიობმა არაერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება თავისი სტილით, დაარღვია დიდი ღონისძიებების ჩაცმულობის წესები და დაამტკიცა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია.