ნახევრად პალესტინელი სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი საჯაროდ გამოეხმაურა ისრაელ-პალესტინის ომს მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა სამხრეთ ისრაელზე თავდასხმები დაიწყო.
"ჩემი ფიქრები მათთანაა, ვინც ამ გაუმართლებელი ტრაგედიის დროს დაზარალდა. არაერთი უდანაშაულო სიცოცხლე ემსხვერპლა ამ კონფლიქტს, მათ შორის ბევრი ბავშვია. გული მწყდება იმ ფაქტის გამო, რომ პალესტინას ოკუპაციის ქვეშ უწევს ცხოვრება - ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ყოველდღიურად ვაკისრებ.
ასევე ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ებრაელი მეგობრების წინაშე და, როგორც ადრე, ახლაც მინდა განვაცხადო: მიუხედავად იმისა, რომ პალესტინელების გათავისუფლების იმედი მაქვს, არ მსურს, ისრაელის მოსახლეობას ზიანი მიადგეს. უდანაშაულო ადამიანების ტერორი არანაირ სიკეთეს არ მოუტანს „თავისუფალი პალესტინის“ მოძრაობას. ეს იდეა, რომელიც საზრდოობს ტკივილიანი, დროში გაწელილი ურთიერთობით (არც ერთი უდანაშაულო მოქალაქე, არც პალესტინისა და არც ისრაელის, არ იმსახურებს, იყოს მისი ნაწილი) აძლიერებს მოსაზრებას, რომ პრო-პალესტინელობა იგივეა, რაც ანტისემიტიზმი.
თანავუგრძნობ ჩემს ახლობლებს, როგორც პალესტინელებს, ასევე ებრაელებს. გიგზავნით ჩემს სიყვარულსა და ძალას - ვინც და სადაც უნდა იყოთ.
არსებობს უამრავი რთული, პირადი და მართებული გრძნობა, მაგრამ ყველა ადამიანი იმსახურებს ძირითად უფლებებს, მკურნალობას და უსაფრთხოებას, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიისა. ვიცი, რომ ჩემი სიტყვები არასოდეს იქნება საკმარისი და არ განკურნავს ამდენი ადამიანის ღრმა ჭრილობებს... ყველა უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლისთვის ვლოცულობ" - წერს მოდელი "ინსტაგრამზე".
