ილიკო სუხიშვილი დათო გორგილაძის გადაცემის სტუმარი იყო, სადაც სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, დაზე, ნინო სუხიშვილზე ისაუბრა. ილიკო აღნიშნავს, რომ დის ცხოვრებაში მთავარი პერსონაა.
„ნამდვილად ასეა, ეს რომ არ იგრძნო, შეუძლებელია...
ჩვენ ერთმანეთს ბევრი მივუძღვენით და არასდროს არაფერს დავიშურებთ.
სიყვარული რა არის, ხომ? რაღაც ნაწილს უძღვნი ადამიანს შენი ცხოვრების. სხვაგვარად სიყვარული არ არსებობს და არ არის ნამდვილი", – ამბობს ილიკო სუხიშვილი.