მომღერალი ბაბი კირკიტაძე ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს. ის სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხალხისთვის საყვარელი სახეა. ხშირად აქვეყნებს საკუთარი ყოველდღიურობის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს. თავისი ენერგიულობის, ნიჭისა და ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
ამჯერად გადაცემა „დღის პოსტს“ მეგობრები და კოლეგები, ჯიმი აბესაძე და ბაბი კირკიტაძე ესტუმრნენ. გადაცემაში ბაბიმ მოჰყვა, თუ როგორ ჩააწერინა ჯიმიმ ახალნაოპერაციებს სიმღერა:
„ჰოპ-ჰოპის“ ჯერი რომ დადგა, ჯიმიმ გადაწყვიტა, ეს სიმღერა უნდა ჩავწეროთო. მოხდა ისე, რომ სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა. რეაბილიტაცია მქონდა ისეთი, ფეხზე ვერ ვდგებოდი. ახალი გამოსული ვიყავი ნარკოზიდან: ბაბუტა, არავინ დაგვასწროს, წაგიყვან სტუდიაშიო. დედას გეფიცებით, ასეთ მდგომარეობაში მომაკითხა მეორე დღეს. ამიყვანა მე-11 სართულზე. იქ მივხვდი, რომ ვერ ვიყავი კარგად და ვთხოვე, ხელი მომკიდე-მეთქი. მაშინ კი შეეშინდა ცოტა, მაგრამ წვალებ-წვალებით ჩავწერე…“ - ამბობს ბაბი.