"ვაფრენ ამ გოგოზე, რატომ ასეთი უსამართლობა... როგორც კი 16 წლის გახდებოდა, მილანის სააგენტო ელოდებოდა. საოცარი მომავლის გოგო" - რას წერს თაკო ჩხეიძე გარდაცვლილი მოდელის, 15 წლის მარიშა გვიდანის შესახებ - Marao

"ვაფრენ ამ გოგოზე, რატომ ასეთი უსამართლობა... როგორც კი 16 წლის გახდებოდა, მილანის სააგენტო ელოდებოდა. საოცარი მომავლის გოგო" - რას წერს თაკო ჩხეიძე გარდაცვლილი მოდელის, 15 წლის მარიშა გვიდანის შესახებ

2023-10-12 11:22:59+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, ახალგაზრდა ქართველი მოდელი მარიშა გვიდანი 15 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ავტოავარია სახელდება: "ნასვამი მძღოლი დაეჯახა ტროტუარზე... ერთი კვირა აპარატზე იყო მიერთებული... 15 წლის იყო, საოცარი ხასიათის, უნიჭიერესი..." - წერენ სოციალურ ქსელში.

მარიშა გვიდანი ქართული მოდის ახალი სახე იყო და ამ სფეროში მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მან გასულ წელს George Keburia-ს 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. 

ამჯერად მარიშა გვიდანის კადრებს მოდელი თაკო ჩხეიძე აქვეყნებს: "ჩვენი მზე გოგო. ვაფრენ ამ გოგოზე, რატომ ასეთი უსამართლობა... როგორც კი 16 წლის გახდებოდა, მილანის სააგენტო ელოდებოდა. საოცარი მომავლის გოგო" - წერს თაკო ჩხეიძე.