პოპულარული სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთმა ბოლო სერიამ მაყურებელში დიდი გამოხმაურება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამბავი კი ასეთია: კატომ, რომელიც ქოუჩია და ქალების მენტალური გაძლიერების მიმართულებით ტრენინგებს უძღვება, მსმენელთა შორის ყოფილი შეყვარებულის ცოლი აღმოაჩინა და მასთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა დაამყარა. აღსანიშნავია, რომ ყოფილი შეყვარებული მას წარსულში ცუდად ეპყრობოდა, ძალადობდა როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. ახლა კი კატომ მისი მეუღლის, ანუ საკუთარი სტუდენტის დახმარება გადაწყვიტა და ეს მისთვის სიმართლის თქმით გააკეთა.
კატოს როლს სერიალში მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე ასრულებს. ნინომ კადრები, როცა კატო საკუთარ სტუდენტს სიმართლეს ეუბნება, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა: "აბა, რას იტყვით ამ ეპიზოდზე?იმედია, თქვენც იმ კატეგორიას არ მიეკუთვნებით, ვისაც ადამიანისთვის სიმართლის თქმა და მისი გაფრთხილება ბოროტება ჰგონია… #არაძალადობას" - წერს ნინო გაჩეჩილაძე.